პუფები იდეალური არჩევანია ყველა სახლისთვის. შესანიშნავია კომპიუტერთან მუშაობისთვის, წიგნის კითხვისთვის, ფილმის ყურებისთვის ან სტუმრების მისაღებად – ნებისმიერ შემთხვევაში, თავს კომფორტულად იგრძნობთ. გარდა ამისა, პუფები ასევე ელეგანტური და ესთეტიკურია, ამიტომ მათ შეუძლიათ შეავსონ თქვენს სახლში სხვადასხვა სივრცეები. პუფების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ქსოვილსაც. როგორ გავიგოთ, როდის და რომელი ქსოვილი მოუხდება თქვენს ინტერიერს? ჩვენ გვაქვს რამდენიმე სასარგებლო რჩევა.
რბილი ტილო,თუ განსაკუთრებულად აფასებთ ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებებს და გსურთ მათი რაც შეიძლება დიდხანს გამოყენება თქვენს სახლში, ეს ქსოვილი შესანიშნავი არჩევანია, იდეალურია კლასიკური, თანამედროვე და პროვანსის სტილის სახლებისთვის.
წყალგაუმტარი ქსოვილი, იდეალურია თუ პუფის გამოყენება გსურთ როგორც შიდა ასევე გარე სივრცეში.ის მარტივი მოსავლელია ადვილად იწმინდება და გარეცხვას არ საჭიროებს.
ძალიან დახვეწილი და ელეგანტური ხავერდი, უხდება ნებისმიერ კლასიკურ ინტერიერს, არის ძალიან ადვილი მოსავლელი.
თუ ძალიან ფუმფულა და რბილი ქსოვილი გსურთ საუკეთესო არჩევანი ველვეტია
თუ სახლში ოთხფეხა მეგობარი გყავთ, მაშინ ტყავის შემცვლელი საუკეთესო არჩევანია, ისინი თქვენს პუფებს ვერაფერს დააკლებენ, მეტიც მთელი დღე მასში იქნებიან მოკალათებულები
სქელი და ღუნღულა ტილო,ნებისმიერ ინტერიერს ამშვენებს
სახლი – კომფორტი, სიმშვიდე და ჰარმონია გარანტირებულია ამ ქსოვილებით დამზადებული პუფებით.
ეს ბევრად გაგიადვილებთ სწორი ქსოვილის არჩევას. და ბოლოს, ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა ქსოვილი არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, ანუ ისინი არ შეიცავს ალერგენებს და მავნე ნივთიერებებს, ამიტომ იდეალურია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, რომლებსაც აქვთ მგრძნობიარე კანი.