Uncategorized

როგორ მოვუაროთ პუფებს

პუფები თქვენს სახლს შემატებს სილამაზეს, ესთეტიკას, სიმყუდროვეს, ფუფუნებასა და ელეგანტურობას,მოგცემთ თქვენ და თქვენს სტუმრებს განსაკუთრებულად სასიამოვნო დროის გატარების შესაძლებლობას. იმისათვის, რომ თქვენი პუფები პირვანდელ იდეალურ მდგომარეობაში რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ, უნდა მიჰყვეთ ამ რჩევებს:

  1. მინი მტვერსასრუტი შესანიშნავი არჩევანია, თუ გსურთ ჭუჭყიანი, საკვების ნარჩენებისგან ან მტვრისგან გაასუფთავოთ პუფები. კვირაში ერთხელ მაინც, გაწმინდეთ პუფები მინი მტვერსასრუტით, რათა მოაცილოთ ჭუჭყი და შეინარჩუნოთ ისინი სუფთად.
  2. გარეცხეთ პუფების გარე ჩიხოლები საჭიროებისამებრ. გარეცხვის წინ შეამოწმეთ ტემპერატურა, რომლითაც შესაძლებელია საფარის გარეცხვა.
  3. მოგეხსენებათ, პუფები ივსება გრანულებით, რაც საშუალებას აძლევს პროდუქტს სრულყოფილად მოერგოს ადამიანის სხეულს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს. თუმცა, დროთა განმავლობაში, ახალი გრანულები უნდა დაემატოს პუფებს, რათა პუფებმა შეინარჩუნოს ფორმა.